Saturday, May 14, 2011

პროექტის აღწერა.
















პროექტის სახელწოდება:       ,,ვიტამინები''
პროექტის მთავარი იდეა
                                                                                                                                               ორგანიზმის ნორმალური ცხოველქმედებისათვის ვიტამინები აუცილებელია. საქმე ისაა, რომ ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესი ორგანიზმნში მიმდინარეობს მხოლოდ ვიტამინების მონაწილეობით.  ცოცხალ ორგანიზმს  არ აქვს უნარი დამოუკიდებლად დაასინთეზოს ვიტამინები, ან ისინი ორგანიზმში წარმოიქმნება უკიდურესად  მცირე რაოდენობით. ამიტომ საჭიროა  ვიტამინების მზა სახით მიღება საკვებთან ერთად. რის გამოც საკვები რაციონის სწორად  შერჩევას  დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს  შორის. მათ ძირითადად  სმენიათ  C ვიტამინის შესახებ, მათი  ძირითადი ნაწილის  აზრით ვიტამინების შეიცავს  ხილი და ბოსტნეული.


პროექტის მიზანი:  ვიტამინის როლის შესწავლა ადამიანის ორგანიზმში; ვიტამინების შემცველობა  საკვებ პროდუქტებში,  C ვიტამინის აღმოჩენა, E  ვიტამინის აღმოჩენა.
მონაწილეთა ასაკი: 17-18
ვადები და ხანგრძლივობა: 3 კვირა
მოსალოდნელი შედეგები:   მოსწავლეებს ეცოდინებათ  თუ რა ვიტამინებია დღეისათვის ცნობილი, რა ფუნქცია  აკისრია  მათ ორგანიზმში,  რა სახის საკვებშია  ეს ვიტამინები გავრცელებული.  ასევე გადავწყვიტეთ აღმოგვეჩინა  შედარებით  კარგად ცნობილი Cვიტამინის არსებობა ხილში. მითუმეტეს,  რომ C ვიტამინი აუმჯობესებს  ორგანიზმის  წინააღმდეგობის უნარს ექსტრემალური  ზემოქმედების მიმართ                                                                                                                                                                                                                                                                                      
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  დამხმარე ლიტერატურა,ისტ გამოყენება,ხილი და ბოსტნეული
პროექტის მსვლელობა:
I-ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას C-ვიტამინის შესახებ,თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი როლი ორგანიზმისთვის და რა სახის  საკვებში შედის.
II-ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას E-ვიტამინის შესახებ,თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი როლი ორგანიზმისთვის და რა სახის  საკვებში შედის.
III-ჯგუფი - E  და C ვიტამინების არაარსებობა ან მათი უკმარისობა, ან მათი ჭარბი დოზა რა დაავადებას გამოიწვევს  ორგანიზმში.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ქიმ.XI.5.მოსწავლეს შეუძლია  ორგანული ნაერთების დახასიათება, მათი  მნიშვნელობის შესახებ  მსჯელობა.
·           აკავშირებს ორგანული ნაერთების თვისებებს მათ შედგენილობაში შემავალ ფუნქციურ ჯგუფთან;

აკავშირებს ორგანულ ნაერთთა უმნიშვნელოვანეს  თვისებებს მათ გამოყენებასთან მედიცინაში, ყოფა-ცხოვრებაში, სოფლის მეურნეობასა და ტექნიკაში;
·           ორგანული ნაერთების სპეციფიკურ თვისებებს ხსნის  მათ მოლეკულაში შემავალ ატომთა ან ატომთა ჯგუფების ურთიერთგავლენით;
·           აღწერს    ორგანულ ნაერთთა კლასებს შორის კავშირებს და ადგენს შესაბამის სქემებს. წერს სათანადო რეაქციების ტოლობებს;
პროექტის ხელმძღვანელი: მედეა ტატიშვილი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:medeatatishvili@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ http://medeatatishvili.blogspot.com/

No comments:

Post a Comment